top of page

მანიფესტი

Youth in Evaluation branding.png
Youth in Evaluation branding.png
Youth in Evaluation branding.png
YiE logo in Georgian.png

მოწოდება მოქმედებისკენ - ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა შემფასებლების ჩართულობა შეფასების პროცესში

ჩვენ, გლობალური შეფასების საზოგადოების წარმომადგენლები - მათ შორის მთავრობისა თუ პარლამენტის, პროფესიული შეფასების მოხალისე ორგანიზაციები (VOPEs), გაეროს სააგენტოები, დამოუკიდებელი შემფასებლები, აკადემიური წრისა თუ კერძო სექტორის,  ასევე განვითარების სექტორის წარმომადგენლები,

ვაღიარებთ, რომ ახალგაზრდა და დამწყები შემფასებლები აქტიურად მონაწილეობენ გლობალური შეფასების კულტურის დამკვიდრებაში და აძლიერებენ შეფასების ტრანსფორმაციულ ძალას, რათა ავაშენოთ მდგრადი, ინკლუზიური და სამართლიანი მსოფლიო, რომელიც ეფუძნება სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებს;

ვიაზრებთ ჩვენს როლსა და პასუხისმგებლობას, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებისა და დამწყები შემფასებლების ჩართულობას როგორც თავად შეფასების პროცესში, ასევე შეფასების ადვოკატირებაში, რათა მხარი დავუჭიროთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას;

ვალდებულებას ვიღებთ, რომ გავწევთ ძალისხმევას სტრატეგიული და შეთანხმებული მოქმედებისკენ ახალგაზრდა და დამწყები შემფასებლების პროფესიული უნარების განვითარებისთვის;

ვალდებულებას ვიღებთ, ხელი შევუწყოთ და გავაძლიეროთ ახალგაზრდების რეალური და აქტიური ჩართულობა შეფასებაში, ახალგაზრდების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მათთან თანამშრომლობით შეფასების დიზაინის, განვითარების და გამოყენების პროცესებში. ეს მოიცავს ახალგაზრდებისა და დამწყები შემფასებლების ჩართვას შეფასების ყველა ეტაპზე, მათ შორის როგორც:

  • რესპონდენტები, რათა ჰქონდეთ მონაცემთა შეგროვების პროცესში საკუთარი შეხედულებების გაზიარების შესაძლებლობა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა შეფასების მიგნებებში უკეთ იყოს გაჟღერებული ახალგაზრდების ხმა, რაც ხშირად არასაკმარისად არის წარმოდგენილი

  • თანაშეფასებლები, რომლებიც შეფასებას ატარებენ შეფასების გუნდის გამოცდილ წევრებთან ერთად

  • მრჩეველები — რომლებიც თავიანთი ხედვითა და ცოდნის გაზიარებით მონაწილეობენ და უფრო მრავალფეროვანს ხდიან შეფასების პროცესსა და შეფასების დოკუმენტს

  • გადაწყვეტილების მიმღები პირები, რათა თანაუხელმძღვანელონ  შეფასების პროცესს როგორც შეფასების ექსპერტებთან, ისე შეფასების მენეჯერებთან ერთად

  • შეფაების შედეგების გამოყენების მხარდამჭერნი​

ვაღიარებთ, რომ ახალგაზრდებისა და დამწყები შემფასებლების ჩართულობა შეფასებაში არის განგრძობითი პროცესი და არა ერთჯერადი მცდელობა, რომელიც საჭიროებს პროცესის გააზრებას და მიღებული გამოცდილების გამოყენებას ქმედებისა და ცვლილებისთვის.

ჩვენ/მე ვალდებულებას ვიღებთ ვიყოთ ახალგაზრდების მხარდამჭერები შეფასებაში!

Youth in Evaluation branding.png
Sign spanish

Subscribe

Eval4Action Newsletter

Eval4Action Calendar

© 2026 Eval4Action. All rights reserved

Privacy Policy

Disclaimer: Being accepted as a partner of the Eval4Action campaign does not constitute or imply in any way, endorsement or recommendation of the partner by the co-leading organizations. The views and opinions expressed by Eval4Action partners in documents, blogs, videos, website and other media are those of the partners and do not necessarily reflect the official policy or position of Eval4Action co-leaders and other partners. The designations in this web site do not imply an opinion on the legal status of any country or territory, or of its authorities, or the delimitations of frontiers.  

bottom of page